„თვით ამერიკის ელჩსაც კი არ აქვს უფლება ასე მკვეთრად ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. თვით მეგობარსაც არ აქვს უფლება ასეთი ფორმით ჩაერიოს ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობასაც აქვს ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს. მე არ ვეთანხმები აშშ-ს საელჩოს და ვფიქრობ ბოდიშიც უნდა მოიხადოს.“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის მმართველის შეცვლასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩომ განცხადება დღეს დილით გაავრცელა და ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენეს შემაშფოთებელი უწოდა.
"აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს."- აღნიშნული იყო საელჩოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






