„ქვეყანაში დიქტატურა გამოცხადდა... ეს არის კურსის შეტრიალება რუსეთისკენ“ - დიმიტრი შაშკინის საგანგაშო პროგნოზი
პოლიტიკა - 15:13, 06 Nov, 2015     3135
თავდაცვის ყოფილი მინისტრის - დიმიტრი შაშკინის შეფასებით, მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, „ქვეყანაში დიქტატურა გამოცხადდა“.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, „გვიან ღამე გამოტანილი განაჩენის ფასი ძალიან მაღალი იქნება და მდგომარეობის გამოსწორებას ძალიან ბევრი წელი დასჭირდება.

„საქართველოს მთავრობამ და საქართველოს არაოფიციალურმა ხელმძღვანელმა მიიღეს გადაწყვეტილება და გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, გადაწყვეტილების მიღება 1937 წლების მსგავსად ღამით მოხდა. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში დიქტატურა გამოცხადდა. თუ ვინმეს გონია, რომ ეს ყველას არ შეეხება, ძალიან ცდება, ფასი რომელსაც ჩვენ გადავიხდით იქნება ძალიან მაღალი და ამ ყველაფრის გამოსწორებას ძალიან ბევრი წელი დასჭირდება. ვისაც კითხვის უნარი აქვს წაიკითხოს აშშ-ის საელჩოს განცხადება. გავრცელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროსაბჭოს განცხადებებიც და გამოვიტანთ დასკვნას, რომ ჩვენ შეგვიძლია ნახვამდის ვუთხრათ ევროპასთან ინტეგრაციას და ნატოსკენ მისწრაფებას. თუ ვინმე კონფორმისტი დარჩა, რომელიც ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ რ2-ს ეხება ძალიან ცდება. ეს მხოლოდ მედიაზე შეტევა არაა, ეს არის ქვეყნის შეტრიალება რუსეთისკენ. პრემიერ-მინისტრი და მისი უფროსი ევროპარლამენტით დაწყებული სახელმწიფო დეპარტამენტით დამთავრებული ყველა დონეზე გააფრთხილეს, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ მიუხედავად ამ გაფრთხილებებისა ხელისუფლებამ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. პარალელურად სხვა სფეროში, მაგრამ ბოლომდე გაამწარეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აზერბაიჯანი და თურქეთი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ტაშს უკრავს არის რუსეთი. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამის შემდეგ ჩვენ „მეგობრად“ მხოლოდ რუსეთი დაგვრჩება, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, რომელმაც ასობით ქართველი მოკლა ომის პერიოდში. ამ ქვეყნისკენ ის ხალხი მიგვათრევს, რომელთაც დადგმულ კადრებზე ქონდა ისტერიკა და არანაირი რეაქცია არა აქვს, როდესაც ეროვნული გმირის ხერხემალზე ხტუნაობს რუსი ჯარისკაცი და სამშობლოს დაცვისთვის კლავენ. ერთადერთი რესურსი რაც დარჩა ამ ქვეყანაში არის ხალხი, იმედი მაქვს, რომ ხალხი არ დაუშვებს რუსთავი 2-ის დახურვას. თუმცა რუსთავი 2-ის დახურვას არ აპირებენ, აპირებენ ის გადააქციონ სახელისუფლებო არხად, რომელიც იტყვის, რომ ასობით ქარხანა შედება და ამ ქვეყანაში ყველა ბედნიერია. ამ ხერხებით ეს ხელისუფლება ვერ გადარჩება, რადგან 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და სხვა ინფორმაციის წყაროებიც არსებობს. ამ პროცესების მთავარი პრობლემა არის ის რომ ბოლომდე ჩამოშლილია საგარეო ურთიერთობები. გააფუჭეს ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან და ერთადერთ „პარტნიორად“ რუსეთი დატოვეს. ის ხალხი რომელიც ბევრს ლაპარაკობდა იმ ჩანაწერებზე, ახლა შეხედონ თავისთავს და თქვამ, არ იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მართალი? როდესაც ამბობდა, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ რ2 გაანადგუროს?" - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42