ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ლახვარი ჩასცეს ქართულ სასამართლოს - "ახალი მემარჯვენეები"
პოლიტიკა - 13:59, 06 Nov, 2015     1512
„ახალი მემარჯვენეები“ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. მემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები გასცდა სამართლებრივ ჩარჩოს და პროცესები პოლიტიკურ ჭრილში შევიდა, რომლის უკან დგას ხელისუფლება.

"ნიუპოსტი" ახალი მემარჯვენეების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"სამწუხაროდ, რუსთავი 2–ის გარშემო მიმდინარე სამართლებრივი პროცესი გუშინდელი ღამის შემდეგ გადავიდა უკანა პლანზე და ნათელი გახდა, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის უკან დგას ხელისუფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ თითქოს შეარბილა დაძაბულობა და გაჩნდა იმედი, რომ პროცესი არ გავიდოდა სამართლებრივი ჩარჩოდან, მაგრამ მოსამართლე ურთმელიძის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მოვლენების ცივილიზებულად განვითარების შესაძლებლობა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება შინაარსით და შედეგის თვალსაზრისით ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა ლახვარი ჩასცეს ქართულ სასამართლოს, რითაც მიზანმიმართულად საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის საგარეო კურსს და საქართველოს ხალხის ევროატლანტიკურ პერსპექტივას.

ამავდროულად ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ქვეყანას არ უტოვებს შანსს განვითარდეს დემოკრატიულად და ცდილობს დააბრუნოს იმ ეპოქაში, როცა ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის უფლება, მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების არსებობას და მზად არის მასზე კონტროლის მოპოვებას შესწიროს ქვეყნის სტაბილური განვითარება .

ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ ვაცხადებთ, რომ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც ვიყავით; ახლაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ვართ და ყოველთვის ვიქნებით მედიის თავისუფლების პრინციპების დამცველი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების კურსს არ გადაუხვიოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42