ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადარჩეს "რუსთავი2"- აპც "გირჩი"-ს განცხადება
პოლიტიკა - 13:53, 06 Nov, 2015     1963
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი"-ს "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"5 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო განჩინება ქვეყანაში მიმდინარე გახმაურებულ დავაზე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით.

სასამართლოს განჩინებით, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე საქმესთან დაკავშირებით და, რეალურად, იმავე მოსამართლის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არის მიქცეული, კანონიერ ძალაში შესვლის და გასაჩივრების უფლების დარღვევით.

სასამართლომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჯერ გამოიგონა დროებითი მმართველის ინსტიტუტი და შემდგომ დაუდგინა მას უფლებამოსილებათა გაურკვეველი და გაუგებარი ფარგლები, მათ შორის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

ამ გადაწყვეტილებით, მისი მიღების დაჩქარებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფით, მყისიერი აღსრულების მცდელობით დასტურდება, რომ დავა "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით არაა უბრალოდ დავა ორ მესაკუთრეს შორის და ერთ-ერთი მხარის უკან დგას ხელისუფლება.

მედიის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები ქმნის საფრთხეს კონსტიტუციური წესრიგისთვის და აჩენს მნიშვნელოვან ბარიერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

,,ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ აცხადებს, რომ პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სასამართლოს გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივი აღსრულება ხელს უწყობს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას მოსამართლე ურთმელიძის განჩინებების აღსრულებაზე, მისცეს საშუალება მხარეებს, გააგრძელონ დავა ზემდგომ ინსტანციებში. ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადარჩეს "რუსთავი-2", როგორც კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მოსწონს მისი სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლებას ან პოლიტიკურ სპექტრს."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42