"მეც ღამე დამაპატიმრეს"- ლევან ბერძენიშვილი ურთმელიძის ღამის განაჩენზე
პოლიტიკა - 13:41, 06 Nov, 2015     3682
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ”რუსთავი 2”-ის შენობასთან ბარიკადების აღმართვა არ არის ევროპისკენ მიმავალი გზა".

მისი თქმით, ევროანტანტიკურ სივრცისკენ მიმავალი გზა არის სამართლებრივი გზებით ბრძოლა.

"მოსამართლის გადაწყვეტლებას პარლამენტის წევრის აზრი ვერ უშველის. ეს უბრალოდ აკრძალული აქვს პარლამენტის წევრს. ეს იურისტებმა უნდა შეისწავლონ. ჩემთვის ძნელი სათქმელია, მოსამართლის გადაწყვეტილება მომწონს თუ არ მომწონს. პარლამენტის წევრებს ამის უფლება არ გვაქვს. თუ გასაჩივრება შეიძლება, უნდა გასაჩივრდეს, გუშინდელ დღემდე მდგომარეობით უფრო კმაყოფილი ვიყავი, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვცა საშუალება მთლიანად დავრჩენილიყავით საკანონმდებლო სფეროში, ახლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ ისევ უნდა მოიძებნოს კანონიერი გზები, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს გაპროტესტდეს და გასაჩივრდეს. ყველა მცდელობა, რომ გავიდეს კანონის სფეროდან და კანონებს არ დავემორჩილოთ, არის მიუღებელი, ნებისმიერი მხრიდან, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს. თუ კანონიერი არის მოსამართლის გადაწყვეტილება, ის კანონი უნდა გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც აპირებენ”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, თემა პოლიტიზებულია, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს ვისაც არ უნდა მოსწონდეს მოსამარტლის გადაწყვეტლება.

”პოლიტიზებული როგორ არ არის. ხალხი რევოლუციის მოწყობას აპირებდა. ავტომატებით უნდა დახვედროდენ... ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. მეც არ მომწონდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ დამაპატიმრეს"- უთხრა ჟურნალისტებს მან.

"რუსთავი 2" - ის კორრესპოდენტი ასევე დაინტერესდა აჩენს თუ არა მოსამართლე ურთმელიძის მიერ ღამით მიღებული გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს. რაზეც დეპუტატმა თქვა, რომ "ისიც ღამით დააპატიმრეს".

"ვინ ამბობს, რომ არ აჩენს კითხვის ნიშნებს? მე თვითონ ღამე ვარ დაპატიმრებული, მაგის მეტი რა მინახავს. ღამე მიღებული გადაწყვეტილებით კანონი დაირღვა? ვინმეს კანონი თუ არ მოსწონს იმისთვის ვართ აქ, რომ შევცვალოთ კანონები. თუ კანონიერია გადაწყვეტლება, მაშინ უნდა წავიდეს ბრძოლა ამ კანონის გაუქმებისაკენ. მთავარია უკანონობა არ იყოს მოწოდებული რომელიმე მხრიდან”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42