"რუსთავი2"-თან დაკავშირებით საჯარო რეესტრი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:43, 06 Nov, 2015     4674

შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" -ის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

"საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის პაატა სალიას განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინება (საქმეზე N2/15651-15) ამავე სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე და 193-ე მუხლები).

ეს განცხადება (NB15218092) და სასამართლოს განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2015 წლის 5 ნოემბერს და გამოქვეყნდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (napr.gov.ge) 18 საათსა და 09 წუთზე.

5 ნოემბრის განჩინების თანახმად, კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეთა ინტერესების დაცვისათვის, ასევე, დავის მიმდინარეობისას კომპანია რუსთავი 2-ის ფინანსებისა და ქონების შენარჩუნებისა და კომპანია რუსთავი 2-ის პროფილით ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მისი ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით მოსამართლის გადაწყვეტილებით დანიშნულ იქნენ დროებითი მმართველები. ამავე განჩინებით, ყველა სხვა პირს დროებით შეუჩერდა აღნიშნული უფლებამოსილებები, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.
განჩინება, მისი სარეზულუციო ნაწილის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. შესაბამისად, განჩინების მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, დროებითი მმართველის უფლებამოსილებები და ამავე განჩინებით დადგენილი შეზღუდვები აისახა სამეწარმეო რეესტრში.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება 2015 წლის 6 ნოემბერს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი №6), აქტის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42