"ჩვენ არანაირად, არცერთ შემთხვეევაში, არანაირი სახის იძულების და ძალადობის ფრომა ამას არ ექნება. ჩვენ ვთვლით, რომ კომანიის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც ულფლება შეუჩერდა, უნდა ითანამშრომნლოს იმ მიზნით, რომ კომოანიამ ჩველებრივ გააგრძელოს საქმიანობა. ისინი დროებით უფლებაშეჩერებულნი არიან, ისინი არ არიან გათავისუფლებულნი, მათ ვალდებულება აქვთ ითანამშრომლონ ახალ მმართველებთან, რომ ყოველგავრი დაძაბულობის გარეშე მოხდეს იმ მიმდინარე საქმეების გადმობარება, მოხდეს ამ ადამიანების საქმის კურსში ჩაყენება, თუ რა ხდება კომპანიაში. ჩვენ არანაირ იძულებას, ძალადობას არ ვაპრებთ. თუ ვიღაც აპირებს თავის კანიბეტში გამაგრებას, მისი ნებაა, თუმცა ეს იქნება საზიანო. ამას შესაბამისი ზომები მოყვება. ეს ადამიანები არიან დრეს უფლებამოსილი განახორციელონ ნებისმიერ ტრანზაქცია კომპანიის სახელით"- განაცხადა პაატა სალიამ.
ბრიფინგზე აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა დავით დვალმა და განაცხადა, რომ პოლიციის გამოძახება არ მოხდება. იგივე აზრი გაახმოვანა ჯარჯი აქიმიძემაც:
„არავინ არ შერბის, არავინ არ მირბის, არავინ არ აკეთებს იმას, რაც მათ გააკეთეს, რაც მერე გაახმოვანეს და დაარქვეს სახელმწიფო გადატრიალება,“ - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






