"არც ივანიშვილის და არც სააკაშვილის ტელევიზია" - ხალვაში-აქიმიძე-დვალის შეთანხმების დეტალები
პოლიტიკა - 11:48, 06 Nov, 2015     1913

„რუსთავი 2“-ის დამფუძვნებელის ჯარჯი აქიმიძის თქმით, ქიბარ ხალვაშთან და დავით დვალთთან ტელეკომპანიის მომავალ მუშაობასთან დაკავშირებით სამ პუნქტიანი შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმების დეტალები ჟურნალისტებს აქიმიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.

აქიმიძის თქმით, სამივე თანხმდება, რომ ტელეკომპანია უნდა იყოს მიუკორძოებელი და მან არ უნდა მიიღოს დაფინანსება არც ერთი პოლიტიკური პარტიისგან.

„ბატონ ქიბართან შევთანხმდით სამ პუნქტზე. პირველი პუნქტი არის, რომ ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც ოპოზიციურს, ისე სახელისუფლოს. მის სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად. დღეს ჩვენი აზრით „რუსთავი 2“ არ არის პოლიტიკური ძალისგან გათავისუფლებული. დრეს ის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ საააშვილის საკუთრებში მყოფი ტელევიზიაა. ჩვენ გვინდა, რომ „რუსთავი 2“ არ იყოს არც მიხეილ სააკაშვილის და არც ბიძინა ივანიშვილის. ჩვენ გვინდა, რომ „რუსთავი 2“ იყოს ის მოდელი, რომელმაც შეიძლება გამოგვიყვანოს იმ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ამდენი ხანია ვტრიალებთ. ისმის მოწოდებები, რომ თურმე ტელევიზიამ შეიძლება რევოლუცია მოახდინოს. ერთხელ უკვე მოახდინა ტელევიზიამ რევოლუცია და ვნახეთ შედეგი, ამიტომ აღარ გვინდა რევოლუციები. მეორე, ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას, იქნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. იქნება ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა წარმოდგენილი. ჩვენ გვინდა ჩვენი მომავალი ტელევიზია იყოს კრიტიკული. ამის გარეშე დემოკრატიული ქვეყანა ვერ იარსებებს. მესამე, ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიული შემოწირულობებით და პოლიტიკური დაკვეთით. არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. ტელეკომპანია კომერციული შემოსავლებით იარსებებს. კარგად ვიცით რასაც ნიშნავს პოლიტიკური ფული. ამიტომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ თუ გვინდა დამოუკიდებლობა არც ერთი პარტიისგან არ ერთი თეთრი არ უნდა ავიღოთ“, - განაცხადა აქიმიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42