დღეს ჩვენი ჟურნალისტები ბარიკადების მეორე მხარეს დგანან, ვერ ვხდები რას ებრძვიან - ჯარჯი აქიმიძე
პოლიტიკა - 11:30, 06 Nov, 2015     2127

„რუსთავი 2“-ის დამფუძვნებელის ჯარჯი აქიმიძის თქმით, მისთვის ტელეკომპანიის ჟურნალისტების პროტესტი გაუგებარია.

აქიმიძემ საგანგებო ბრიფინგზე 2004 წელი გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, „რუსთავი 2“ დაათმობინეს.

„2004 წლის ივნისში ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ ტელეკომპანია უნდა დაგვეთმო. როგორც გვითხრეს ძლიერმა ამა ქვეყნისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ „ტრუსიკების ამარა დავრჩებოდით“. ვფიქრობდით, უნდა გვეთქვა თუ არა ამის შესახებ ჩვენი ჟურნალისტებისთვის ან უნდა დაგვეწყო თუ არა გამოსვლები. მე და დვალი ვისხედით და ვფიქრობდით, ამოვა თუ არა ვინმე ჩვენთან, ან უნდა დავუძახოთ თუ არა ვინმეს. ჩვენ ვერ გავრისკეთ, რომ გვესარგებლა ჩვენი უფლებით, თუ მდგომარეობით და საბოლოოდ, ჩვენ მაშინ უარი ვთქვით პროტესტზე. არ ვიცი ეს სწორი იყო თუ არა. დღეს ჩვენი ჟურნალისტები, მგონი უფლება მაქვს ასე მივმართო, ბარიკადების მეორე მხარეს დგანან. ვერ ვხდები რას ებრძვიან ან ვის ებრძვიან. ასე მე კარგად მახსოვს როგორ იწყებოდა „რუსთავი 2“-ის ისტორია, ეს ხდებოდა იმ ხალხის ვალწინ, რომლის 40% კიდევ ამ ტელეკომპანიაში მუშაობს. ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ საინფორმაციო სამსახურისთვის დაგვერქვა „კურიერი“, რაც ამბის მიმტანს ნიშნავდა. დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2“ უნდა იყოს ამბის მიმტანი და არა მიკერძოებული ამბის მიმტანი. ტელევიზიის დევიზად კი შევარჩიეთ - „ჩვენი ტელევიზია, თქვენი ტელევიზია“. ეს დევიზი ჩვენ დავივიწყეთ. იმ შემთხვევაში თუ დავუბრუნებთ „რუსთავი 2“-ს ჩვენი ტელევიზია, ისევ გახდება საზოგადოების ტელევიზია“, - განაცხადა აქიმიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42