„მე პირველი დღიდან გამოვაცხადე, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა სამართლიანობისთვის. მინდა რომ სამართლიანობა აღდგეს ყველა ადამიანისთვის ვინც დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. მე დავით დვალთან ვილაპარაკე და შევთანხმდით, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ტელევიზია იქნებოდა პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა და საზოგადოების ინტერესი გავითვალისწინე. თუ სასამართლო დაადგენს , რომ ეს ტელევიზია საბოლოოდ მე მეკუთვნის, მე ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ჩემი წილის ნახევარს ვუთმობ. თვითონ ჯარჯი და დათო არიან ამ კომპანიის საწყისები და მაგათი გაკეთებულია. მე შეიძლება ვიღაცამ მიკერძოებულად ჩამთვალოს, ამიტომ ტელევიზიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჟურნალისტიკა ჩემგან თავისუფალი იქნება და ამ საქმეს პროფესიონალები წარმართავენ.“- განაცხადა ხალვაშმა.
მასალის გამოყენების პირობები






