„ცნობილია გახდა, რომ ტელეკომპანია რეალურად იმართება მესამე პირებისგან. დღევანდლეი მენეჯმენტი დავალებას იღებს იმ პირებისგან, ვისაც ამის უფლება არ აქვთ. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მოგვეთხოვა საამართლოსთვის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ეს არ არის დაუყოვნებლივი აღსრულება. ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნაწილის მოქმედება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას კრძალავდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლოა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ანუ იმ გადაწყვეტლიებისა, რომელიც არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ეს საპროცესო შესაძლებლობა გამოვიყენეთ. ეს მოხდა იმისთვის, რომ არიდებული იქნეს ტელეკომპანია იმ მოვლენებს, რომელიც იგეგემებოდა. ჩვენი მიზანია, რომ ამ პროცესებს ტელეკომპანია ავარიდოთ. ხაზს ვუსვამ, არანაირი დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არ მომხდარა“ - განაცხადა პაატა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






