ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება დაუსაბუთებელია.
როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, განჩნებაში არის თეორიული მსჯელობა, რომელსაც მოსამართლე არაფრით არ ამყარებს.
მისთვის გაუგებარია ტელეკომპანიის გენდირექტორად დავით დვალის დანიშვნაც. როგორც საიას თავმჯდომარე განმარტავს, დვალი საქმეში დაინტერესებული პირია და ის მიუკერძოებელი ვერ იქნება.
„შეუძლებელია ამ განჩინებას ვინმე დაეთანხმოს, ვისაც შეხება აქვს სამართალთან, რადგან ამ განჩინებაში არ არის არანაირი დასაბუთება მასში მოცემული გადაწყვეტილებებისა. ეს არის დაუსაბუთებელი განჩნება. არის თეორიული მსჯელობა და მოსამართლე ამ თეორიულ მსჯელობას არაფრით არ ამყარებს. ერთადერთი, რა ფუნქციაც აკისრია ამ კონკრეტულ პარაგრაფებს მოცემულ განჩინებაში არის ერთის მხრივ შემაშფოთებელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს პარაგრაფები ცხადს ხდის იმ რეალობას, რომელზეც საზოგადოებას დიდი ხანია ქონდა დასაბუთებული ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის და კონკრეტულად ამ განჩინების ერთადერთი მიზანი იყო "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






