სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და სხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სასამხურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი სხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს.
ლაფერაშვილმა გუშინ გვიან ღამით „რუსთავი 2“-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირდაპირი ეთერი მხოლოდ „რუსთავი 2“-ს ჰქონდა.
„არ შემიძლია წუხილით არ ავღნიშნო ის რომ, ეხლა პირდაპირი ჩართვის მხოლოდ 1 ჯგუფს ვხედავ და ისიც „რუსთავი 2“-ს ეკუთვნის. არც ერთ სხვა არხს ეს ამბავი ჯერ არ მოუყოლია. საქართველოში, სადაც არ არის „რუსთავი 2“- ისეთი ფორმით, როგორიც ეხლა ჯერ კიდევ არ იციან, რომ ეს განჩინება მოსამართლე ურთმელიძემ დაწერა და ის რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. საქართველოში, სადაც არ არის „რუსთავი 2“ იმ ფორმით რა ფორმითაც არის ეხლა, ჯერ კიდევ არ იციან, რომ სანდრო ეულის ქუჩაზე ტელევიზიასთან დგანან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, თითქმის ყველა პასუხისმგებლობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისინი აპროტესტებენ ერთს, კონსტიტუციის დარღვევას ამ ქვეყანაში. მე მინდა გთხოვოთ თქვენ კოლეგებო, თქვენს და ჩემს მეგობრებს, ჰკითხოთ თქვენს რედაქტორებს რატომ იყო დღეს აქ ტელევიზიის ჩართვის მხოლოდ ერთი აპარატი, ისიც „რუსთავი 2“-ის“, - განაცხადა ლაფერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






