საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ნიკა გვარამიას გათავისუფლებით დაირღვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ხელისუფლებამ გადალახა ყველა წითელი ხაზი. ხელისუფლებამ დაარღვია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი პარტნიორების მოწოდება. დღეს არის გადამწყვეტი მომენტი. დღეს წყდება, გვაქვს თუ არა პერსპექტივა, რომ ვიყოთ ოდესმე ნორმალური და ევოპული ქვეყანა“, - განაცხადა ბაქრაძემ.
უმცირესობის დეპუტატი გივი თარგამაძე პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს.
„ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს და ქართველ ხალხს განუცხადა, რომ დღეიდან კონსტიტუცია თავად არის , კანონი მისი სურვილებია, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მას რომელიმე ღამეს დაესიზმრება, ბუნებრივია, ეს ასე ვერ მოხდება“ - ამბობს თარგამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






