"მათ ამის გასაკეთებლად სანქცია მთავრობამ მისცა" - აშშ-ში გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურებიან
პოლიტიკა - 08:22, 06 Nov, 2015     2613

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას შეერთებულ შტატებში გამოეხმაურნენ.

როგორც "კურიერთან" საუბრისას კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, პოლ კრიგომ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სახეზეა ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობა.

კრიგო ვარაუდობს, რომ ამაზე სანქცია საქართველოს მთავრობამ გასცა.

"საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაფერი არ უნდა მოხდეს, ვიდრე ყველა სააპელაციო პროცესი არ დასრულდება. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძე აცხადებს, რომ ნიშნავენ რუსთავი2-ის დროებით მმართველებს და ეს არის ტელევიზიის ხელში ჩაგდება. ჩანს, რომ ეს არის არა უბრალოდ ინდივიდუალური პირების მიერ ხელში ჩაგდება, არამედ მათ ამის გასაკეთებლად სანქცია მთავრობამ მისცა. მთავრობის უკან კი ბიძინა ივანიშვილი დგას. არაორდინალურია ამგვარი ოპერაციის ნახვა. ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილია და ვნახავთ, მომდევნო დღეებში რა მოხდება. როგორც ვიცი, ახლა თბილისში ღამეა და ადამიანები იკრიბებიან ტელევიზიის შენობასთან. ვნახოთ, როგორი იქნება ხალხის ნება. უახლოეს თვეებში არჩევნების გარეშე მათ არაფერი რჩებათ ქუჩაში გასვლის გარდა. ამ ორი ახალი მმართველის დანიშვნით კანონის უზენაესობა დაამსხვრიეს. ასეთი სისწრაფით სვლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ უნდა იქნას დაშვებული," - განაცხადა კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, პოლ კრიგომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42