”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი
პოლიტიკა - 02:54, 06 Nov, 2015     4717

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა განცხადება გააკეთა რუსთავი 2-ში მიმდინარე მოვლენებზე. მან რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნას მოსამართლე ურთმელიძის მიერ ქართული დემოკრატიის გარდაცვალება უწოდა.

„მე მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მოსახლეობას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის გარდაცვალება. დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის განაჩენი, რომელიც გამოუტანა საქართველოს. დღეს მოსამართლე ურთმელიძე დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და ერთი ხელის მოწერით პრაქტიკულად დამარხა ქართული სასამართლო, ინსტიტუტი, რომელზეც დგას ქვეყნის დემოკრატია.

აქ არ არის საუბარი რუსთავი 2-ის მომავალზე და იმ ხალხის მომავალზე, რომელიც ახლა ჩემ უკან დგას და კიდევ ასეულობით ადამიანი, რომელიც ჩენი ტელევიზიის ეზოშია შეკრებილი, ისინი ჩვენი თანამშრომლები არ არიან, აქ არის საუბარი ქვეყნის მომავალზე.

წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათში, ან რამდენიმე დღეში რუსთავი 2, შეიძლება, გაითიშოს. გაითიშოს, მე ვგულისხმობ იმას, რომ დაიცალოს ხალხისაგან და აქ მოვიდეს სულ სხვა ხალხი, სულ სხვა სარედაქციო პოლიტიკით და სულ სხვა კურიერს შეხედავთ თქვენ ყოველ საღამოს 9 საათზე. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება თუ ვინმეს უნდა, შეუძლია უყუროს კურიერს, ოღონდ ეს კურიერი იქნება სრულიად განსხვავებული და არა ისეთი, რომელსაც თქვენ წლების მანძილზე ხართ შეჩვეული.

ამ ხალხმა, რომელიც ახლა აქ დგას და კიდევ იმ ასეულობით ადამიანმა, რომელიც დღეს რუსთავი 2-ში მუშაობს თავის მხრებზე მოიტანა ეს არხი დღემდე, ძალიან ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ, რომ თქვენთვის ყოველდღიურად ის ინფორმაცია გადაეცათ, რომელიც ყველაზე ობიექტური იყო და რომელსაც ელოდა მაყურებელი. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42