„მე ხელში მიჭირავს მოსამართლედ წოდებული ზონდერის თამაზ ურთმელიძის მიერ 1 საათში დაწერილი 17 გვერდიანი განჩინება. ამ განჩინებას აქვს 2 სიტყვიანი შინაარსი-დიქტატურა დამყარდა. საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცადრი რუსი ოლიგარქის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით ურთმელიძემ საქართველოში დაასრულა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნებიც კი, რაც ქვეყანას ჰქონდა. საქართველოში დასრულდა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, სამამრთლო ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა ევროატლანტიკური პერსპექტივა, სრულიად შეუძლებელია ჩვენი ევროინტეგრაცია, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა. ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვაწყობთ ამას აწყობს ხელისუფლება. სახელმწიფო გადატრიალება არის ხელისუფლების მითვისების ნებისმიერი აქტი. ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ამ გადაწყვეტილებით ითვისებენ ხლეისუფლებას.
ეს ხელისუფლება დასრულდება 2016 წელს. ამ გადაწყვეტილებაში ჩართულია პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო. სამწუხაროდ მოსამართლე ურთელიძემ სრულიად ტოქსიკური გახადა სასამართლო კორპუსი.
ურთმელიძემ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მოუწყო საქართველოში სიტყვის თავისუფელაბას და დემოკრატიას. ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას.
თითქმის 20 წლის წინ ზურაბ ჟვანიას მიერ ნათქვამი სიტყვები, „მე ვარ ევროპელი და მაშასადამე ქართველი“, სრულიად კარგავს შინაარსს. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერის მცდელობა, საქართველოს ჯანსაღი დემოკრატიული ევრო-ატლანტიკური პესპექტივისთვის წერტილის დასმა. არა რუსთავი 2, არა რომელიმე კონკრეტული კომპანია, არა სიტყვის თავისუფლება, არა ნიკა გვარამიას და კახა დამენიას რომელიმე თანამდებობაზე ყოფნა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი არის, რომ თქვენ შვილებს ხვალ გაეღვიძოთ რუსეთის ფედერაციაში, ევრაზიულ კავშირში და არა ევროკავშირში"- განაცხადა ნიკა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






