მედია ექსპერტი ნინო დანელია რუსთავი2”-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და გიორგი მარგველაშვილს და დავით უსუფაშვილს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა
“ ჩვენ აქ ვიცავთ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და ფეხქვეშ გათელა ქვეყნის კონსტიტუცია, ცხადია, ეს მას ძალიან ძვირად დაუჯდება. მე მოვუწოდებ ამ ეთერიდან საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც არის ამ ქვეყანაში კონსტიტუციის გარანტი, უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს მომხდარზე. აქვე, მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც პროცედურული დემოკრატიის დიდი თაყვანისმცემელი და მხარდამჭერია. ეს ადამაინები გამოვიდნენ, გააკეთონ უსწრაფესი განცხადებები და გააჩერონ ეს ადამიანი, დაიცვან ჩვენი ქვეყანა ამ ადამიანისგან, რადგან თთოეული ჩვენგანი ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის იმისთვის, რაც ახლა ხდება, თუ ბიძინა ივანიშვილს გაუვიდა ეს ახირება და მისი ახირება შესრულდა. ”- განაცხადა ნინო დანელიამ.
როგორც ცნობილი გახდა, 5 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას მოაწერა ხელი და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს დროებითი მმართველი დაუნიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






