”ივანიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით აჩეხა"-თამარ ჩერგოლეიშვილი
პოლიტიკა - 02:05, 06 Nov, 2015     1013
მოსამრთლე ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ, ტელეკომპანია ”ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა

„ბიძინა ივანიშვილმა დღეს ურთმელიძის დედას გამოსტაცა ხელიდან ნაჯახი და ამ ნაჯახით დაჩეხა საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი. დღეს გამოჩნდა ვის აწყობს ქვეყნის გაყვანა საქართველოს კონსტიტუციური ფარგლებიდან. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაწირა ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ფეხზე დაიკიდა ქართველი ერის არჩევანი გახდეს თავისუფალი სამყაროს წევრი, მან საკუთარი თავის და საკუთარი მარიონეტების გარდა საქართველოს ყველა მოქალაქე გაწირა სიბნელისთვის და სიღარიბისთვის იმიტომ, რომ ის რასაც ივანიშვილი აკეთებს ეს ცდება რუსთავი 2-ის ფარგლებს და თავისუფალი მედიის ფარგლებს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ფეხქვეშ გათელვა. ამ საქმეში საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მისი ინსტრუმენტები არიან ურთმელიძე, დვალი, საყევარიშვილი და მთელი მისი უმრავლესობა. მე მოვუწოდებ უმრავლესობაში, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილდღეობა, გონს მოეგონ, ის კაცი გააჩერონ, თუმცა ვიცი, რომ ამის უნარი არ გააჩნიათ ან დატოვონ დამნაშავის მიერ შექმნილი კოალიცია. დღევანდლამდეც დასავლეთში იყო უკვე განგაში, თუ ხელისუფლება ვერ ხვდება ამას ეს მის უგნურებაზე მიუთითებს, თუმცა ისინი კარგად ხვდებიან რა ფასის გადახდა გვიწევს ბიძინა ივანიშვილის ახირებებში ისინი ვერაფერს ვერ შვებიან, მათ შეუძლიათ მხოლოდ გაემიჯნონ. ერთ მხარეს დევს საერთაშორისო იზოლაცია და თავისუფალი სამყაროს წევრობა, ხოლო მეორე მხარეს დევს მის მიერ და მისი მარიონეტების მიერ სკამის შენარჩუნება იმისთვის, რომ ისინი კიდევ უფრო გამდიდრდნენ ჩვენი მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე. მას სურს საქართველო მართოს 2030-მდე, მას სურს ქართველი ერი იყოს დაჩაჩანაკებული, ღარიბი, მან იცხოვროს სიბნელეში, დამოკიდებული რუსეთზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება და დაიკმაყოფილოს თავისი ავადმყოფური ახირება. ბიძინა ივანიშვილი გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ ახლა უნდა შევეცადოთ რომ ის დავაბრუნოთ კონსტიტუციის ფარგლებში, როგორც საერთაშორისო განგაშის მობილიზებით და ასევე პროტესტის იმ ფორმებით, რის შესაძლებლობასაც ჩვენ გვაძლევს ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს და მე მოლოდინიც მაქვს რომ ის ამჯერადაც პოზიტიურ როლს ითამაშებს, ბიძინა ივანიშვილმა აჩეხა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით. პარლამენტის თავმჯდომარის როლი მინდა, რომ წარმოვიდგინო რამენაირად, მაგრამ ვერ წამომიდგენია რაც მან აიტანა ივანიშვილისგან ამ 3 წლის განმავლობაში, იმედი მაქვს, რომ ისინი გაემიჯნებიან კოალიციას, “-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილი.


წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42