საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა ნებისმიერი ტიპის გამოცდას გაუძლებს - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 19:55, 05 Nov, 2015     1530

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტი ილჰამ ალიევთან შეხვედრას„უაღრესად მნიშვნელოვანს“ უწოდებს.

„ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია“- აღნიშნა მარგველაშვილმა ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტის განცხადებით, 20 წლის წინ, ორ ერებს შორის, საფუძველი ჩაეყარა სტრატეგიულ თანამშრომლობას, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შესძინა აზერბაიჯანსა და საქართველოს და ასევე კავკასიის რეგიონს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრის დეტალებს, მარგველაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხო სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხს.

„ვისაუბრეთ იმ ძალიან შორსმიმავალი გეგმების შესახებ და რომელიც გვაკავშირებს კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ვისაუბრეთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის პროექტების გაღრმავების საკითხზეც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ „საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ნებისმიერი ტიპის გამოცდას გაუძლებს“.

გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანთან გაფორმებულ დეკლარაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ერთობლივი დეკლარაცია ხელს შეუწყობს ერთობლივ თანამშრომლობას.

ამ კონტექტში ქვეყნის პირველმა პირმა უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანზიტო და კულტურული ურთიერთობები იგულისხმა.

"ჩვენი კეთილმეზობლურმა ურთიერთობამ სერიოზულ გამოცდებს გაუძლო. მახსენდება 2008 წელი, რუსეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანის ძალიან პრინციპული პოზიცია. მომავალშიც ჩვენი ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერი ტიპის გამოცდას. ჩვენ მადლობელი ვართ არა მარტო პარტნიორობისთვის, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანთან, არამედ მადლობელი ვართ იმ პროექტებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი ახორციელებს საქართველოში. აზერბაიჯანის მიერ ხორციელდება საქართველოს ეკონომიკის სერიოზული მხარდაჭერა და მათ შორის ჰუმანიტარულ სფეროებში დახმარება. ნებისმიერმა ქართველმა იცის რა დახმარებას გვიწევენ ჩვენი პარტნიორები საბავშვო ბაღების, ეკლესიების, საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების განვითარების თვალსაზრისით. თავის მხრივ, ქართველი ხალხი იქნება ყოველთვის მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42