ილჰამ ალიევმა და გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
პოლიტიკა - 19:56, 05 Nov, 2015     1897
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები გამართეს.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონულ თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის შემადგენელ პროექტების და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხების განხილვას.

შეხვედრისას დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური თემები.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სამაგალითოა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა, პარტნიორობა და მეგობრობა. ეს ვიზიტი კი, ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა სტუმართმოყვარეობისათვის.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგები წაადგება ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებას. საქართველო აზერბაიჯანის მეგობარი ქვეყანაა. მჯერა, არსებული პარტნიორული და ნაყოფიერი თანამშრომლობა გაძლიერდება და ყველა სფეროს მოიცავს. დღის წესრიგში უამრავი საკითხია, რომელთა განხილვაც შეხვედრებზე მოხდება“, - აღნიშნა ალიევმა.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე.

საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ საგანგაშო ვითარებას, მავთულხლართებსა და იმ პრობლემებს, რასაც ყოველდღიურად აწყდება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42