მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახალხო ნებით არჩეულ ფიგურას - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 18:00, 05 Nov, 2015     1202

დღეს, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენცია გაიმართა თემაზე „დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე“.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მეთაურის როლზე თავდაცვისა და უსაფრთხოების დემოკრატიული კონტროლის უზრუნველყოფაში. ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების როლსა და მათი ფუნქციების იმ ბალანსზე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს.

„საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მართლაც უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და განმტკიცებისათვის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ახლაგზარდა დემოკრატიებისათვის, რადგან სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია იმ სახელმწიფოებრივი სისტემის მშენებლობაში, რომელსაც ჩვენ ასე ინტენსიურად ვახორციელებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე ზედამხედველობის სამოქალაქო კონტროლის ფუნქცია იყოს არა მხოლოდ კონცეპტუალურად მოგვარებული, არამედ გაზიარებული და განმტკიცებული, როგორც მთელ საზოგადოებაში ისე პოლიტიკურ სპექტრში და შეიარაღებულ ძალებში.

21-ე საუკუნეში ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს - ძლიერი შეიარაღებული ძალების განვითარება და დემოკრატიული საზოგადოების კონსტიტუციური სტაბილურობის გარანტიების განმტკიცება.

ამ თვალსაზრისით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული წინ. ჩვენი შეიარაღებული ძალები არის ერთერთი ყველაზე კვალიფიციური და ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული შეიარაღებული ძალები.

ჩვენ გვყავს არმია, რომელიც ურთულეს ამოცანებს ასრულებს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს არმიის ძირითადი კონსტიტუციური ჩარჩო სამოქალაქო სტრუქტურების თანამშრომლობისა და ერთობლივი ფუნქციონირების თვალსაზრისით.

მოკლედ, ამ სქემის შესახებ: თავდაცვის სამინისტრო საქართველოში უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბდა, როგორც სამოქალაქო სტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელიც არის სამოქალაქო პირი და ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, სწორედ ევროპული ტრადიციის ფარგლებში.

თავდაცვის სამინისტრო ერთის მხრივ ხელმძღვანელობს შეიარაღებული ძალების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პოლიტიკას და მეორეს მხრივ, უშუალო კონტაქტში არის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შტოებთან და ამ თვალსაზრისით, წარმმართველია სამოქალაქო მინისტრი და სამოქალაქო სტრუქტურა.

კონსტიტუციის მიხედვით, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო ანგარიშვალდებულია და მის ზედამხედველობას ახორციელებს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა- საქართველოს პარლამენტი და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი.

კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საპარლამენტო ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფს აქვს წვდომა უმნიშვნელოვანეს საიდუმლო ინფორმაციასთან.

ბუნებრივია, ეს სისტემები ნათლად აჩვენებს რამდენად არის დაბალანსებული ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები.

ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საერთო, სახალხო ნებით დემოკრატიულად არჩეულ ფიგურას, რომელიც ერთი მხრივ, არის სახელმწიფოს მეთაური და მეორე მხრივ, წარმოადგენს უმაღლეს მთავარსარადალს შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში.

პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი თანამდებობის პირებს გენერალურ შტაბში, ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭოს.

უშიშროების საბჭოს კონცეფცია შეიცვალა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებასთან ერთად და გახდა ის ადგილი, სადაც ქვეყნის უშიშროებასა და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განიხილება, უმაღლეს პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად მსჯელობენ უმნიშვნელვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას საქართველოს უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42