საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიას მინისტრთა კაბინეტიდან მხოლოდ კახი კალაძე ესწრებოდა. ცერემონიის შემდეგ მხარეები პირისპირ შეხვედრას მართავენ. იგეგმება შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში 15:00 საათზე ჩამოვიდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის მონუმენტი და გმირთა მოედანზე გაემგზავრა, სადაც პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს.
მასალის გამოყენების პირობები






