ქართველები ამას მცოცავ ოკუპაციას უწოდებენ. ამ არეალში მაცხოვრებელ რამდენიმე ადამიანს, უკვე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს.
VICE News -ი საქართველოში გაემგზავრა იმისთვის, რომ ენახა როგორ უმკლავდება ქვეყანა რუსეთის უხმაურო შემოჭრას და შეხვედროდა მათ, ვინც ამ ცეცხლის ხაზში მოექცა.“- აღნიშნული ტექსტი ახლავს ამერიკული ტელეკომპანია VICE News-ის მიერ საქართველოში მომზადებულ ფილმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ეხება.
ფილმის ავტორი ჟურნალისტი სიმონ ოსტროვსკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ BP-ის მილსადენზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახლა რუსეთს აქვს შესაძლებლობა, რომ BP-ის ოპერაციების საბოტაჟი განახორციელოს. ამასთანავე ავტორი ხაზს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მსოფლიოს ქვეყნების პოზიციასაც უსვამს და აღნიშნავს, რომ რუსეთის გარდა მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ საზღვრის ორივე მხარე საქართველოს ეკუთვნის და მხოლოდ რუსეთი ამბობს, რომ მავთულხლართებს მიღმა არსებული მიწა დამოუკიდებელი ქვეყნის – სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა.
ფილმში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ე.წ. საზღვრის უკანანოდ გადაკვეთის ბრალდებით ქართველი მწყემსების დაკავება-გათავისუფლებაზე. ამასთანავე ასახულია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა.
ოსტროვსკის თქმით, ყველა პოლიტიკოსი ვისაც ის ესაუბრა რუსეთის მხრიდან პროვოკაციის საფრთხეზე საუბრობს. ჟურნალისტი ევროკავშირის მისიის წარმომადგენელს საქართველოში, ელჩ კიასტუტის იანკაუსკასს, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივან გიგა ბოკერიას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე
მასალის გამოყენების პირობები






