ბიძინა ივანიშვილს პენსიების 50-ლარიანი ზრდა უნდა ვაიძულოთ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 12:47, 05 Nov, 2015     1908
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით პენსიის ზრდის რეალური შესაძლებლობა არსებობს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია იმისთვის, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამისთვის წელიწადში 420 მილიონი ლარია საჭირო.

„ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკოონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო.

ივანიშვილის მმართველობის სამ წლის შემდეგ 4.6 მილიარდი ლარით უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე შეგვეძლო ვყოფილიყავით, რომ არა მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა სიხარბე. 2016 წლის ბოლოსთვის ეს ციფრი 7 მლრდ ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილმა საშუალოდ ყოველ ოჯახს 5000 ლარის შემოსავალი დააკარგვინა.

როცა საქართველოში ოჯახების მასობრივი გაღატაკება მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილს პენსიების 50-ლარიანი ზრდა უნდა ვაიძულოთ. პენსიის 50 ლარით გაზრდას წელიწადში 420 მლნ ლარი ესაჭიროება.

700,000 პენსიონერი x 50 ლარი x 12 თვე = 420 მლნ ლარი.

იმავდროულად, სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე უზომოდ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, 456 მლნ ლარით მეტი გვიჯდება. [თუ 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მლრდ ლარი იქნება.]

როგორც ვხედავთ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს.

“გაზრდილი ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და დანამატების პრაქტიკის მოსპობა, ქამრების რეალური შემოჭერა,” - ესაა ჩვენი პასუხი “ქართული ოცნების” კითხვაზე, როგორ გავზარდოთ პენსია 50 ლარით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს.“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42