როგორც მინისტრი ამბობს, სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, კალაძის თქმით, საამართლო პროცესები და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
„მივესალმებით იმ განცხადებებს, რაც უცხოელი პარტნიორების მხრიდან კეთდება. ვეთანხმებით ყველა იმ განცხადებებს. არავის აქვს უფლება ჩაერიოს მიმდინარე სასამართლო პროცესებში, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც გარკვეულ დაჯგუფებებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა და სასამართლო პროცესები. ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჩვენ სწორედ ასეთ ქვეყანას ვაშენებთ. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ჟურნალისტებს, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, რომ შეგეძლოთ მუშაობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე,“ - განაცხადა კახი კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






