"საქართველოს ხელისუფლების მორიგი იერიში ოპოზიციაზე" - Le Monde
პოლიტიკა - 10:54, 05 Nov, 2015     2911
Le Monde-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ფრანგული გამოცემა ქვეყანაში ოპოზიციის მდგომარეობაზე წერს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე მიტანილ იერიშად აფასებს. სტატიაში, რომლის ავტორი ბენუა ვიტკინია საუბარია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევაზე, წამების ვიდეოების საჯარო ჩვენებაზე, ფარული ჩანაწერებზე და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე. სტატიის ავტორი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დაწყებულ პროცედურებზეც საუბრობს და ამ საკითხს, სააკაშვილის „დამოკლეს მახვილს“ უწოდებს. ავტორის აზრით იმის მიუხედავად რომ კანონით საქართველო ორმაგ მოქალაქეობას არ სცნობს. ამ პროცედურების გააქტიურების დრო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ოპოზიციის მისამართით გამაფრთხილებელი გასროლაა.

ვიტკინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესახებაც საუბრობს და მას მილიარდელი ივანიშვილის მარიონეტად მოიხსენიებს. მისი თქმით ღარიბაშვილმა, ძალადობის საწინაღმდეგო მოწოდებისას, თავად გააკეთა ძალადობრივი მოწოდებები:

„პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად აღიქმება, პოლიტიკისადმი ძალადობრივი მოპყრობა დაგმო და მოქალაქეებს სიწყნარისკენ მოუწოდა. თუმცა, თავად ღარიბაშვილმა მრავალი ძალადობრივი მოწოდება გააკეთა, როდესაც 22 ოქტომბერს თქვა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას "პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს"- წერს ავტორი და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე დაყრდნობით ძალადობაში ხელიუფლების კვალის არსებობაზე მიუთითებს.

ამასთანავე ვიტკინს ენმ-ს საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას სიტყვებიც მოჰყავს, სადაც ბოკერია „რუსთავი2“-ზე შეტევას რეპრესიების ახალ ეტაპად განიხილავს და აცხადებს, რომ მართმსაჯულების მიმართ რწმენის დაკარგვის ფონზე, ოპოზიცია თავდაცვის მრავალ სცენარს განიხილავს:

"ჩვენ მართლმსაჯულებაში არანაირი რწმენა არ გვაქვს. შესაბამისად, თავდაცვის მრავალ სცენარს განვიხილავთ. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს არ იღებს და არც პარტიას მართავს ტელეფონით", - აცხადებს ბოკერია.

სტატია დასავლელი დიპლომატის სიტყვებით სრულდება, რომლის ვინაობაც მითითებული არაა "ჩვენ ის უნდა შევაფასოთ, ვინ ასხამდა ცეცხლზე ნავთს ბოლო პერიოდში. რაც შეეხება სააკშვილს, ის შესაძლოა, ცდილობდა მისი თანაპარტიელების აჟიტირებას, მაგრამ ამ ხაზს არავინ გაჰყოლია. ვფიქრობ, ეს უფრო ხელისუფლების პანიკას ჰგავს, რომელმაც არჩევნების მოახლოება იგრძნო და გადარჩენილი ოპოზიციის განადგურებას ცდილობს."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42