შენ მარტო არ ხარ! - „სოციალური პარტნიორობა“ დავით შარვაშიძის დასახმარებლად
პოლიტიკა - 15:57, 04 Nov, 2015     1757
ბიოფიზიკოსი, პროფესორი დავით შარვაშიძე ავტოკატასტროფამდე სავსე, საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა თავის არსებობას ცხოვრებას არ ეძახის და აწმყოზე საუბარი არ უყვარს. წარმატებული ადამიანი იყო. 1948 წელს ვერაზე დაიბადა, ცნობილი და გამოჩენილი ხალხის მეზობლად. ძნელი და საინტერესო პროფესია აირჩია - ბიოფიზიკა. სწავლობდა, ასწავლიდა და მუშაობდა რუსეთის წამყვან ინსტიტუტებში.

ახალგაზრდა ლექტორი, საინტერესო სამეცნიერო კვლევები, ლამაზი და ჭკვიანი სტუდენტები... კიდევ რა უნდა ენატრა ახალგაზრდას 30 წლის ასაკში? სიყვარული - სიყვარულიც იყო! დიდი და ზღაპრული... მაგრამ სამწუხაროდ გოგონამ სხვა არჩია, და დავითი მარტო დარჩა. ოჯახი არ შეუქმნია და შვილებიც არ ჰყავს. ნანობს ამის შესახებ?

-არაფერზე არ ვნანობ, - ამბობს დავითი - რაც მოსახდენი იყო, მოხდა. წარსულით ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.

90-იან წლებში, სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაშ ჩაება. მას არ აინტერესებდა არაფერი, სამშობლოს დამოუკიდებლობის გარდა. არც თვბრუდამხვევი კარიერა, არც მაღალი ხელფასი და არც უზრუნველყოფილი მომავალი რუსეთში. მძიმე წლები იყო საქართველოში. არც შუქი, არც გათბობა, არც საჭმელი... სამეცნიერო მოღვაწეობაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. თავი რომ ერჩინა, დავითმა რეპეტიტორად დაიწყო მუშაობა და მოსწავლეები აიყვანა.

ცოტახანში, ავტოკატასტროფაში მოხვდა, ხერხემალი დაიზიანა... გადარჩა, თავიდან ისწავლა სიარული, მაგრამ სახლთან სეირნობისას, კიდევ ერთხელ დაარტყა მანქანამ... მეორედ! ამ შემთხვევამ, კი დავითი სამუდამოდ მიაჯაჭვა ინვალიდის ეტლს.

- ბედის ირონიაა - ამბობს დავითი. - ორგანიზმში მიმდინარე ყველა ის ბიოფიზიკური მოვლენა, რომლსაც ადრე, მეცნიერის რანგში შევისწავლიდი და ვაკვირდებოდი, ახლა ჩემში მიმდინარეობს. უკვე 34 წელია უმოძრაოდ ვარ, და აღარც მახსოვს, როგორი ვიყავი ავტოკატასტროფამდე. ზოგჯერ მგონია, რომ ეტლიანად დავიბადე - ხუმრობს დავითი.

ასე ცხოვრობს დავითი მარტო, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მას უსასყიდლოდ ეხმარება, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობაა“. ფონდის პროფესიონალური გუნდი, ექიმები ექთნები და სოციალური მუშაკები ზრუნავენ ბატონ დავითზე, ისევე როგორც 500 სხვა საწოლს მიჯაჭვულ, მარტოხელა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანზე. მათთვის ფონდის მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფონდი ამარაგებს ბატონ დავითს საჭირო წამლებით და ჰიგიენური საშუალებებით. პროფესიონალი ექთნები უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და პირადი ჰიგიენის მოწესრიგებას.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას, ბატონი დავითისთვის ახალი ინვალიდის ეტლის შესაძენად. ძველს, რომელშიც ის უმეტეს დროს ატარებს, სერიოზული დაზიანება აქვს. ახალი სავარძელი მისთვის, სამწუხაროდ, მიუღწეველი მიზანია.

ვისაც გაქვთ სურვილი ამ კეთილ საქმეში თქვენი წვლილი შეიტანოთ და ბატონ დავითის ცხოვრება შეუმსუბუქოთ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 დანიშნულებაში მიუთითეთ: დავით შარვაშიძე

ან პირდაპირ ფონდის საიტის მეშვეობით: https://fsp.ge/ge/donate/103/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42