რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც პატრულს ძალადობაში ადანაშაულებს - ინციდენტი ლანჩხუთში
პოლიტიკა - 15:54, 04 Nov, 2015     3326
დღეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლო და მოსამართლე მარინა კიკნაძე მოქალაქე ოთარ ვანაძე პატრულის წინააღმდეგ საქმეს განიხილავდა, თუმცა პროცესი 9 ნოემბრამდე გადაიდო.

საქმის განხილვის გადადება კი, დაზარალებულის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა. ვანაძემ საქმეში ადვოკატის ჩართვა ითხოვა.

განსახილველი საქმე 30 ოქტომბერს, ლანჩხუთში მომხდარ ფაქტს ეხება, როცა ვანაძე პატრულმა ლესის გზაზე გააჩერა და ორმოცლარიანი ჯარიმა გამოუწერა. ჯარიმის საფუძველი მისი გვერდით მჯდომის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გახდა.

ვანაძე ყვება, რომ პატრული, რომელმაც ჯარიმა უსამართლოდ გამოუწერა, მის მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ამბობს, რომ საპატრულო ეკიპაჟმა ის წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულა და მის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანას უკანონოდ ცდილობდა, რის გამოც ვანაძის ჰოსპიტაციზაცია გახდა საჭირო:

"ერთმა ხელები უკან დამაწყობინა, მეორემ თავი დამახრევინა და მანქანაში ჩამსვეს, მემუქრებოდნენ, ახლა დაგაპატიმრებთო. გული გამიხდა ცუდად, ისედაც პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის მხრივ. ჩემს თანამგზავრს ვთხოვე წყალი მოეტანა. პატრულმაც იგრძნო, რომ კარგად ვერ ვიყავი და სასწრაფო გამოიძახეს. მანამდე იქვე ხის გადანაჭერზე დამსვევს.

მოვიდა სასწაფო, გამსინჯა და თქვა, რომ საავადმყოფოში უნდა გადავეყვანე, მესამე პატრულიც მოვიდა, რომელიც ექიმებს არ უჯერებდა და ამბობდა, რომ არაფერი არ მჭირდა და ვაფერისტობდი. გადამიყვანეს წყალწმინდის პოლიციაში, იქ ერთი საათი ვიჯექი მანქანაში. იქ ვიღაც სქელი კაცი იყო, რომელმაც ჩემს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ვიდრე ექიმის ცნობა არ ექნებოდა არ დამაკავებდა. გამოიძახეს ისევ სასწრაფო დახმარება. ექიმებმა თქვეს, რომ ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა იყო აუცილებელი, გადამიყვანეს ლანჩხუთის საავადმყოფოში, სადაც გადასხმები გამიკეთეს. როცა გადაწყდა, რომ მაპატიმრებდნენ, ოჯახთან დაკავშირება ვითხოვე, თუმცა უარი მითხრეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი მითხრეს, რომ ოჯახის წევრებთან დამერეკა და ჩემი ადგილსამყოფელი მეცნობებინა. ახლა უკვე ცდილობდნენ თავიდან მოვეშორებინე მათ და პასუხისმგებლობა აერიდებინათ. მიუხედავად ექიმების მტკიცებისა, რომ ჩემი მდგომარეობა რთული იყო, პატრული, რომელიც მოგვიანებით მოვიდა, ამბობდა, რომ უნდა დავეპატიმრებინე. გადამიყვანეს ისევ ლანჩხუთში, მაგრამ ისევ ის მსუქანი კაცი ამბობდა უარს. ამის შემდეგ ისევ „სკორი“ გამომიძახეს, რის შემდეგაც ჩემი გადაყვანა მოხდა რეანომობილით ქუთაისში. ვამბობ, რომ ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა,“ _ აცხადებს ოთარ ვანაძე.

პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, დაზარალებულმა ოთარ ვანაძემ საქმეში ადვოკატის ჩართვა ითხოვა, რის გამოც მოსამართლემ მარინა კიკნაძემ სასამართლო პროცესი 9 ნოემბრს დღის 12 საათზე ჩანიშნა.

როგორც შსს პრესსამსახურში ჩვენთან საუბრისას, მსგავსი ფაქტი 30 ოქტომბერს მართლაც მოხდა, თუმცა მოქალაქემ ოთარ ვანაძემ ჯარიმის გამოწერის შემდეგ პატრულის ეკიპაჟს წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდა, რის გამოც წარმოება ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლზე დაყრდნობით დაიწყო.

რაც შეეხება საავადმყოფოში გადაყვანაზე პატრულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას, შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება:

„ვინაიდან ხდებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა, ნებისმიერ მოქალაქეს სამედიცინო შემოწმება უტარდება, კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ოთარ ვანაძეს გულის პრობლემა ჰქონდა, რაზედაც ბადრაგმა შესთავაზა მოქალაქეს საავადმყოფოში დარჩენილიყო, თუმცა ვანაძემ დარჩენაზე უარი განაცხადა, რისი დამადასტურებელი ხელწერილიც არსებობს, მისი წარდგენა კი სასამართლოზე აუცილებლად მოხდება“,- გვეუბნებიან შსს-ს პრესცენტრში.


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42