იმედია საქართველოს მოქალაქეებს მალე ექნებათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება - ლიტვის პრემიერი
პოლიტიკა - 15:04, 04 Nov, 2015     1266

ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე ექნებათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება, - ამის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლიტვის პრემიერმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას, რომელიც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და საქართველო-ლიტვის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმაებას შეუწყობს ხელს.

ლიტველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ხელისუფლების გადაწყვეტილებაა რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებულზე ბევრად მეტის განხორციელება.

ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულება და ამ მიმართულებით ევროკავშირის პოზიტიური დასკვნის იმედი გამოთქვა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ვისაუბრეთ ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მნიშვნელობაზე, რომელიც ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში თანაშრომლობის გააქტიურებას, ასევე კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

ერთობლივი განცხადებები მედიისთვის ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42