რატომ გაუშვეს უწყებიდან ყველაზე წარმატებული მოხელე გიორგობიანი? - ელისაშვილი მერიისგან განმარტებებს ითხოვს
პოლიტიკა - 15:17, 04 Nov, 2015     5111
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსიის - გიორგი არეშიძის გათავისუფლებას მიესალმება. რაც შეეხება ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ბიძინა გიორგობიანის გათავისუფლებას, მერიაში განხორციელებული აღნიშნული საკადრო ცვლილება ელისაშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

როგორც, "ნიუპოსტთან" საუბრისას საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, ბიძინა გიორგობიანი დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით ართმევდა თავს.
"კალაძის ცოლისძმის, გიორგი არეშიძის დანიშვნა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსიის თანამდებობაზე თავიდანვე დიდი შეცდომა იყო. არ შეიძლება 23 წლის ბიჭი, მით უფრო პოლიტიკური ლიდერის ცოლისძმის დანიშვნა არ შეიძლება. არეშიძე ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ამდენხანსაც არ უნდა გაეჩერებინათ. რაც შეეხება ბიძინა გიორგობიანს, ის ბოლო დროს ძალიან კარგად მუშაობდა, ამას ძალინ გულახდილად ვამბობ. თქვენ იცით, რომ არც მისთვის დამიკლია კრიტიკა, თუმცა ბოლო პერიოდში აშკარა წინსვლა შეინიშნებოდა. სწორედ მისმა სამსახურმა დადო გარემოს დაცვის სტრატეგია. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური იყო შესანიშნავი და ერთადერთი სამსახური, რომელმაც მსგავსი გამართული და პროფესიონალური დოკუმენტი შეიმუშავა. გიორგობიანი ძალიან ადეკვატური იყო გამხმარ ხეებთან დაკავშირებითაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან გამიკვირდა გიორგობიანის პოსტიდან გათავისუფლება" - უთხრა "ნიუპოსტს" დეპუტატმა.
კითხვაზე რა შეიძლება გამხდარიყო "ერთ-ერთი წარმატებული" მოხელის გათავისუფლების მიზეზი, ელისაშვილმა თქვა, რომ მასზე განმარტებები მერიამ უნდა გააკეთოს. "მოტივი ჩემთვისაც უცნობია" - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
თბილისის მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
თანამდებობები დატოვეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42