რიგმა უწყებებმა ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს
პოლიტიკა - 14:01, 04 Nov, 2015     883

რიგმა უწყებებმა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს:

„2015 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა დევნილის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირების ლ.გ.–ს და მ.გ.–ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრს.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ლ.გ. და მ.გ., როგორც დევნილები, დამისამართებულები იყვნენ მამის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა, მშობლების განქორწინების შემდეგ ისინი ფაქტობრივად ცხოვრობდნენ დედასთან ერთად.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ ლ.გ.–ს და მ.გ.–ს ბაბუას სახელმწიფოს მიერ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, პირდაპირი მიყიდვის წესით, კერძო საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართი. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს დაეკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ლ.გ.–ს და მ.გ.–ს ცხოვრება მისთვის გადაცემულ ქონებაში. აღნიშნულის შესახებ ბავშვების დედა ინფორმირებული არ ყოფილა. ამასთან, სახელმწიფოს მიერ ლ.გ. და მ.გ. ჩაითვალნენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად იმ პირობებში, როდესაც ისინი არ ცხოვრობენ აღნიშნულ ფართში და არიან დედასთან.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მოეპოვებინა ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილებისა და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ. თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო მესამე პირთა, მოცემულ შემთხვევაში კი ლ.გ.–ს და მ.გ.–ს კანონიერი წარმომადგენლების წერილობითი თანხმობის მოპოვება, ბავშვებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების თაობაზე.

კანონმდებლობის მიხედვით, დევნილებს აქვთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის შესაძლებლობა და შეუძლიათ თანხმობა ან უარი განა­ცხა­დონ განსახლებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე, თუმცა ლ.გ.–მ და მ.გ.–მ ვერ შეძლეს აღნიშნული გარანტიებით სარგებლობა. ამავდროულად, მოცემულ საქმეში არასწორად იქნა იდენტიფიცირებული ოჯახის წევრთა რეალური შემადგენლობა. აღნიშნული გარემოებების გამო, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი აქვს დევნილის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირების საცხოვრებლის უფლების დარღვევას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნეს, რომელმაც აპარატს აცნობა, რომ რეკომენდაციაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა და მოკლებული იყო რეაგირების განხორციელების შესაძლებლობას.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, უწყებამ არ იმსჯელა იმ არგუმენტებთან და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინებითაც საქართველოს სახალხო დამცველმა ადმინისტრაციული ხელშეკრულება კანონშეუსაბამოდ მიიჩნია. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უწყებას მოხსნილი აქვს ვალდებულება ლ.გ. და მ.გ. უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით.

საქართველოს სახალხო დამცველი მითითებულ რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ არასრულწლოვანთა დარღვეული უფლებების აღდგენა შესაძლებელი იყო ოჯახის წევრთა რეალური შემადგენლობის იდენტიფიცირებითა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებით, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული ადრესატი ორგანოების მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42