საქართველო მზადაა ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობას ამ საკითხზე ოპონენტებთან ერთადაც უმუშავია.
როგორც ზაქარეიშვილმა განმარტა, მთავრობას სურს რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები დაცული იყოს.
„საქართველო მზად არის განიხილოს თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით. მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტები და ხედვები, თუ როგორი უნდა იყოს ფედერაციული მოწყობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






