გიორგი არეშიძე შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ - რა გახდა მერიის მაღალჩინოსნის გათავისუფლების მიზეზი?
პოლიტიკა - 12:46, 04 Nov, 2015     5593
„მედიატორის“ ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსიის - გიორგი არეშიძის გათავისუფლებას გადაუდებელ აუცილებლობას უწოდებს.

როგორც ხაბეიშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნა, "განათლების სამსახურის უფროსი თავად იყო გაუნათლებელი.

"არეშიძის გათავისუფლების მიზეზი იყო გადაუდებელი აუცილებლობა. ერთი თვე ჰქონდა მას იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის დაედასტურებინა, რომ აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი. მან ეს ვერ დაადასტურა. გამოდის, რომ თბილისში განათლების სამსახურის უფროსი იყო თავად გაუნათლებელი. ამავე დროს გიორგი არეშიძე შემჩნეული იყო კორუფციულ გარიგებებში. ვგულისხმობ, შაორში კვებასთან დაკავშირებულ ფაქტებს, ასევე მისი თანამშრომლისთვის გადარიცხული 10 ათასი ლარი. შემდეგ დადგინდა, რომ ეს თანამშრომელი იყო მისი მეგობარი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება და დიდი იმედი გვაქვს გამოძიება დაიწება. ეს ადამიანი მინიმუმ უნდა დაიკითხოს და ახსნას ის უკანონობა, რაც ჩაიდინა. სხვა გამოსვალაი მედიაში აღარ იყო რომ არეშიძე დარჩენილიყო მერიაში" - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„მედიატორის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობაში კოლექტიური ნარმანიები მუშაობენ და სახეების ცვლილება უწყებაში ფუნდამენტალურად არაფერს შეცვლის.
"არ აქვს მნიშვნელობა ვის გაათავისუფლებენ, დედაქალაქის მთავრობაში კოლექტიური ნარმანიები არიან და სახელები არაფერს შეცვლის. სანამ თბილისის მერი იქნება დავით ნარმანია ვიქნებით საცობებში, იქნება გადათხრილი გზები, იქნება სატრანსპორტო კოლაფსი და იქნება ის მძიმე სიტუაცია, რაც დღეს დედაქალაქში"- უთხრა ხაბეიშვილმა "ნიუპოსტს".

მერიაში ბოლო პერიოდში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. თანამდებობები დატოვეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ, ასევე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42