„ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ კობა და მისი მეგობრები იქნებიან იქო და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დავებარებინე. სასაცილოები არიან უბრალოდ. მე არ ვაპირებ არანაირი სერიოზულ თემებზე საუბარს. გამომდინარე იქიდან, რომ კრემლის მიერ დაგეგმილ და ჩაწერილ ჩანაწერებზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ. მოვყვები დეტალურად როგორ ვთხრი გვირაბს თბილისიდან ოდესამდე.“- განაცხადა კობა ხაბაზმა „რ2“-თან საუბარში.
შეგახსენებთ, 315-ე მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს, დღეს სუს-ში რ2-ის გენდირექტორის და ნაციონალური მოძრაობის წევრები დაიკითხებიან. კობა ხაბაზთან ერთად დაკითხვაზე ნუგზარ წიკლაური, გივი თარგამაძე, კობა ხაბაზი და ნიკა გვარმია არიან დაბარებულნი. ამ საქმეზე უკვე დაიკითხა გიგა ბოკერია, თემურ ჯანაშია, ნიკა გვარამია და სოფო ნიჟარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






