„არ გვითქვამს უარი სამართალდამცავებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, არც ახლა არ იქნება პრობლემა. ბევრი არაფერი არ მაქვს სათქმელი. რაც დააინტერესებთ, ამ ინტერესის ამოწურვას შევეცდები. თავისთავად რაზეც საქმეა აღძრული, ეს არის საოცარი, პირველი ეპიზოდი არის ხელით ნაწერი ფელეტონის მსგავსი სისულელე. ეს საქმე რომ სერიოზულად განიხილო რთულია“- განაცხადა გივი თარგამაძემ „რ2“-თან საუბარში.
შეგახსენებთ, 315-ე მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს, დღეს სუს-ში რ2-ის გენდირექტორის და ნაციონალური მოძრაობის წევრები დაიკითხებიან. თარგამაძესთან ერთად დაკითხვაზე ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი და ნიკა გვარმია არიან დაბარებულნი. ამ საქმეზე უკვე დაიკითხა გიგა ბოკერია, თემურ ჯანაშია, ნიკა გვარამია და სოფო ნიჟარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






