არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს კი კარლო ლაფერაძე უხელმძღვანელებენ
პოლიტიკა - 11:48, 04 Nov, 2015     2290
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნული კანდიდატურა, კონკურსის საფუძველზე, კომისიამ შეარჩია და დღეს გამართულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობას დასანიშნად თბილისის მერმა წარუდგინა. ასევე, ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძე დაინიშნა, ხოლო ტექნოლოგიური განვითარების ფონდს კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს.

თბილისის მერიაში კიდევ ორი საკადრო ცვლილება განხორციელდა - პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.

„გიორგი არეშიძემ, სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში, მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია. პირველ რიგში, აღსანიშვავია, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ზაფხულში ჩატარდა და თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. გარდა ამისა, იყო არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც გიორგი არეშიძის ხელმძღვანელობით, მისმა სამსახურმა განახორციელა. რაც შეეხება ბიძინა გიორგობიანს, მან ღირსეულად გაართვა თავი დღეს არსებულ გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბიძინა გიორგობიანის ხელმძღვანელობით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი დოკუმენტი - თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020, რომელიც ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42