”ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივნის გიგა ბოკერიას თქმით ხელისუფლებამ ინფორმაციის მტავარი წყაროს ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა და ეს უკვე ითვლება ”რუსთავი2”-ის და მისი მხარდამჭერების გამარჯვებად:
„ამ რაუნდში გამარჯვება უნდა მივულოცოთ რუსთავი 2-ს და მის მხარდამჭერებს, რომ ივანიშვილმა თავის გეგმა ვერ შეასრულა და სწრაფად ხელში ჩაგდება ინფორმაციის მთავარი წყაროს ვერ მოახერხა, რაშიც საკონსტიტუციო სასამართლოს სწორმა გადაწყვეტილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ პრობლემა არსად არ წასულა, ივანიშვილს იგივე პრობლემა აქვს. მოდის არჩევნები 2016 წლის და მისი პარტიის რეიტინგი კატასტროფულად ვარდება, მას კი ერთადერთი გზა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აქვს თავისუფალი მედიის ჩახშობა,“ - განაცხადა გიგა ბოკერია.
ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა კომენტარი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე და მიმდინარე გამოძიებაზეც გააკეთა, მისი თქმით აღნიშნული მეთოდებით ხელისუფლებას საზოგადოების ყურადღება გადააქვს იმ პრობლემებიდან, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების უმოქმედობის გამო შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები






