"ხელისუფლებამ აჩვენა, როგორ აპირებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას" - არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადება
პოლიტიკა - 21:10, 03 Nov, 2015     1214
არასაპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოში 2015 წლის 31 ოქტომბერს გამართული შუალედური არჩევნების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთა:

"როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ყველა (5-ვე) საარჩევნო ოლქში გამარჯვება მიიტაცა მმართველმა პარტიამ. საქართველო, კიდევ ერთხელ ჩადგა ყველაზე უფრო ავტორიტარული რეჟიმების რიგში, სადაც საარჩევნო ოლქების 100%-ს სახელისუფლებო გუნდი იგებს.

ბრეჟნევის დროის „საუკეთესო“ ტრადიციებში ერთ-ერთ (ვანის) საარჩევნო ოლქში მმართველმა პარტიამ ხმების 100% მიიღო.

არჩევნებმა ჩაიარა ტოტალური გაყალბების ფონზე. ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი, რომლებსაც გასულ წლებში "მოქალაქეთა კავშირი" და შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავდნენ არჩევნების გასაყალბებლად, მათ შორის:

ადმინისტრაციული რესურსების, შეიარაღებული ძალების, პოლიციის და სუს-ის მობილიზება და საარჩევნოდ გამოყენება, რაც დაგვირგვინდა დღის დასასრულს, როდესაც პირადად თავდაცვის მინისტრი აგროვებდა საუბნო კომისიების ოქმებს და აჯამებდა ხმებს.

ტოტალურ გაყალბებას ადასტურებს ის ერთადერთი პარტიაც კი, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და ხელისუფლების მიმართ შედარებით კონსტრუქციული მიდგომებით გამოირჩევა - პატრიოტთა ალიანსი. მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის საკითხზე არსებობდა განსხვავებული პოზიცია და დაპირისპირება, არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოლომდე იბძოლებს გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაბათილებლად და გამარჯვებული კანდიდატის ხმების დასაცავად.

შუალედურ არჩევნებში ხელისუფლებამ აჩვენა, თუ როგორ აპირებს "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ ვითარებაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს არასაპარლამენტო ოპოზიციის და საზოგადოების გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა ეს უკანასკნელი იძულებული გახდეს გაატაროს საარჩევნო რეფორმა, გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა და 2016 წელს მშვიდობიანი გზით გადააბაროს ქვეყნის მართვის სადავეები დემოკრატიულ ძალებს," - ნათქვამია პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ახალი მემარჯვენეები - მამუკა კაციტაძე

2. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - ნინო ბურჯანაძე

3. ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია

4. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა

5. თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა

6. თავისუფლება - კონსტანტინე გამსახურდია

7. ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი

8. პატრიოტთა ალიანსი - დავით-თარხან მოურავი

9. რეფორმატორები - ირაკლი ღლონტი

10. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის - ზურაბ ხარატიშვილი

11. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - გოჩა ჯოჯუა

12. ძალოვან ვეტერანთა პარტია - გია ბერძენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42