უმრავლესობის დეპუტატი გოგი თოფაძე ჟურნალისტების კითხვებმა გააღიზიანა. „ნიუპოსტი“ ფრაქცია „მრეწველების“ ლიდერს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ამ უკანასკნელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან ურთმელიძის გადაწყვეტილების შესახებ ერთი კვირით ადრე იცოდა.
კითხვაზე, ხომ არ არის უმრავლესობის დეპუტატის ეს განცხადება იმის დამადასტურებელი, რომ ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ერევა, დეპუტატმა განაცხადა, რომ „რაც გვინდოდა ის დაგვეწერა“.
„ეგეთი არაფერი მითქვამს. რაც გინდა ის ილაპარაკეთ, რაც გინდა ის დაწერეთ. მეოთხე ხართ, დამღალეთ! ელაპარაკეთ სხვას“, - განაცხადა თოფაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში.
რაც შეეხება თოფაძის თავდაპირველ განცხადებას, ის ასე გამოიყურება:
"ერთი კვირის წინ ვიცოდი დაახლოებით, რომ ხალვაშის სასარგებლოდ მიდის სასამართლო. არ ვიყავი თბილისში და მაინცდამაინც დაინტერესება არ მქონდა, მაგრამ მე ისიც ვიცოდი, რომ ქიბარ ხალვაში ძალიან ნიჭიერი ბიზნესმენია და რადგან შეიტანა სარჩელი, ალბათ იურისტებთანაც გაიარა კონსულტაცია“,-განაცხადა თოფაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






