„დღეს მოსამართლემ დაამტკიცა ის, რაზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ეს არ იყო სასამართლო, ეს იყო პროფანაცია. მოსამართლემ ნოტარიუსივით შეასრულა ის დავალება, რომელიც მიიღო ხელისუფლებისგან და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ მთავარი რის გამოც ეს ყველაფერი ხდებოდა იყო რუსთავი 2-ის მესაკუთრისთვის წართმევა და გადაცემა მთავრობის მიერ კონტროლირებად ბიზნესმენზე. რატომღაც დიდი ზარზეიმით, ხალვაშის ადვოკატები საუბრობენ, რომ თურმე 7 საჩივრიდან 2 დაკმაყოფილდა. სწორედ ეს ორი იყო მნიშვნელოვანი, ანუ საკუთრების თემა. არაფერი სხვა მათ არც აინტერსებდათ, მთავარი იყო, რომ მესაკუთრე გამხდარიყო მთავრობის მიმართ კარგად განწყობილი ბიზნესმენი.
რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ეს იყო სრული ნონსენსი. დარწმუნებული ვარ, დრო გავა და ეს მაგალითი შევა სახელმძღვანელოებში, თუ როგორ დაირღვა ყველა იურიდიული ნორმა, რაც კი არსებობს იურისპუდენციაში. მათ თავდაყირა დააყენეს სამართალი. ასეთი პრეცედენტი მე მახსენდება საბჭოთა კავშირის დროს, როცა მაშინდელმა რეჟიმმა მღვდელი თეიმურაზ ჩიხრაძე დახვრიტა არა დანაშაულისთვის, არამედ იდეისთვის. მარტო ამ პრეცედენტს შემიძლია ურთმელიძის გადაწყვეტულება შევადარო.“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შაშკინის თქმით, „რუსთავი2“ არის ბოლო ბასტიონი , რომელიც საქართველოს დიქტატურისგან იცავს და სწორედ ამ ბასტიონის დასაცავად მოუწოდებდა მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას:
„ რომ არა საკონსიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლის მეორე ნაბიჯი იქნებოდა დაუყოვნებლივი აღსრულებაზე გადაცემა. ყველაფერი რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ერთი ერთში შესრულდა. ერთადერთი რაც ჩვენ ეხლა გვიცავს დიქტატურისგან, ეს არის ბოლო ბასტიონი რუსთავი 2. ზუსტად ამაზე საუბრობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როცა მოუწოდებდა მოსახლეობას რომ დაიცვას რუსთავი2 და არ მისცენ საშუალება ხელისუფლებას რომ ხალხს წაართვან ეს ბოლო ბასტიონი, არ მისცენ საშუალება რომ ჩვენი მთავრობა გადავიდეს დიქტატურაზე. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან დიდი ბრძოლა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ბრძოლა კიდევ გაგრძელდება რამდენიმე თვით. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ხალხს ესმოდეს, რომ ადრე თუ გვიან, ეს ტელევიზია იქნება დასაცავი.“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






