საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
პრემიერის თქმით, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის და მისთვის მთავარია, რომ საქართველოში მედია არ იყოს პოლიტიზირებული.
„ჩემთვის არ არის საინტერესო, თუ ვინ იქნება რეალური მფლობელი "რუსთავი 2"-ის. ჩემთვის მთავარია, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები იყვნენ დაცული და მედია არ იყოს პოლიტიზირებული. ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესებში გამორიცხულია. უნდა მივეჩვიოთ, რომ ცივილიზებულ საქართველოში ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება, არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე კომენტარი ვთქვათ. მხარეებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. არ არის საჭირო პროცესის დრამატიზირება. მინდა მოგმართოთ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და მინდა ღიად დავაფიქსირო პატივისცემა და მხარდაჭერა თქვენდამი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






