ამის შესახებ უმცირესობის დეპუტატმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება მოსამართლე ურთმელიძის მხრიდან მოსალოდნელი იყო, რადგან ის „გამოჭერილი ჰყავს ხელისუფლებას“.
„ურთმელიძეს მიაღებინებს ის გადაწყვეტილება, რაც თვითონ უნდოდათ. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებას არ აქვს საშუალება აღასრულოს დაუყოვნებლივ ეს საქმე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნორმის მოქმედება შეაჩერა. ვფიქრობ, რომ თვითონ გადაწყვეტილება არაფერს ეფუძვნება. ამ გადაწყვეტილებით დაინგრა სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რასაც ჰქვია კეთილსინდისიერი შემძენის პრინციპი, რადგან არანაირი კავშირი ხალვაშს არ ჰქონია „რუსთავი 2“-ის დღევანდელ მფლობელებთან. შემდგომი გაგრძელება ალბათ იქნება სააპელაციო სასამართლო, უზენაესი სასამართლო და სტრასბურგი. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მოვიგეთ გარკვეული დრო იმისთვის, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არსებობდეს. ყველა მედიასაშუალებას უნდა ესმოდეს, რომ ეს დაიწყებოდა „რუსთავი 2“-ით და გაგრძელდება სხვა მედიასაშუალებებით. ამით არ დაკმაყოფილდება არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნება“. ყველაფერი გრძელდება იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოხდეს „ქართული ოცნების“ ქვეყნიდან გასტუმრება. დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შავი ლაქაა, რადგან მოსამართლემ მიიღო თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






