როგორც გამოცემა წერს ივანიშვილის მიერ ნაყიდ ტერიტორიაზე მოექცა წვერმაღალას ზედა ნაწილში მიმავალი გზაც და მოსახლეობას ახლა უფრო გრძელი გზის გავლა უწევს.
"როგორც გავარკვიე, ზღვის კვიპაროსებს საკმაოდ ძვირფასი მერქანი აქვს და ისინი სასწრაფოდ ამიტომაც შემოღობა. ზოგი იმასაც ყვებოდა, როცა ეს ხეები მისი გახდა, დადიოდა და სათითაოდ ყველა მათგანს კოცნიდაო"- აცხადებს ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ლეიბორისტი ნათია შარაშენიძე
როგორც შარაშენიძემ „ქრონიკა+“-თან განაცხადა ქვემო ნატანებში შენობა, სადაც კინოფილმი „ჭრიჭინაა“ გადაღებული და სადაც ბოლო დრომდე სოფლის ადმინისტრაცია იყო განთავსებული, ამჟამად გამოთავისუფლებულია და ბიძინა ივანიშვილი მის შესყიდვას და მასში „ქართუ ბანკის“ განთავსებას აპირებს. სოფლის რწმუნებული კი საზოგადოებრივი სახლის ერთ ოთახში გადაიყვანეს. შარაშენიძემ ნატანებში მდებარე ფილარმონიის შენობაზეც ისაუბრა. მისი თქმით ნატანებში სოფლის საძოვრებიდან მიწა მოჭრეს და ივანიშვილის ფილარმონიის გარშემო დაფინეს. ნატანელების ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზის გარდა ივანიშვილი აქ სასტუმროებისა და კაზინოების აშენებას აპირებს, მომავალში ლას ვეგასის ტიპის პატარა ქალაქი იქნებაო. შარაშენიძის თქმით ბიძინა ივანიშვლი ჭორვილიდან ამოეწერა და ახლა ნატანებშია ჩაწერილი.
წყარო „ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






