საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროპული არჩევანისთვის მრავალფეროვანი პოლიტიკური და მედია გარემო მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ჰერმანმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამეტნო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ასოცირების ხელშეკრულება ეფუძნება ერთიანი ღირებულებების გაზიარებას. ფუნქციონირებითი დემოკრატიის შექმნა ადვილი არ არის და ერთ დღეში ეს არ მოხდება. ვიცით, რომ საქართველომ შთამბეჭდავს პროგრესს მიაღწია. რაც შეეხება პლურალიტურ მედიას, მართლმსაჯულებას ამას გადამწყვეტი მნიშვენლობა აქვს ქვეყნის წარმატებისთვის და ვიმედოვნებთ, ეს ძალისხმევა გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს. მრავალფეროვანი პოლიტიკური და მედია გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის და მისი ევროპული არჩევანისთვის“, - განაცხადა ჰერმანმა.
მასალის გამოყენების პირობები






