როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, ექსპრეზიდენტის საკითხზე მარგველაშვილის გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც წულუკიანის უწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციას განაცხადით მიმართავს.
„საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის შესახებ დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ერთ-ერთი საფუძველია შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან საქართველოს პრეზიდენტს ყოველთვიურად ასეულობით დასკვნა წარედგინება, ამგვარი საფუძვლით პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ჯერჯერობით, დღევანდელი მდგომარეობით იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურის არ მოუმართავს პრეზიდენტისთვის ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით. როდესაც იუსრტიციის სამინისტრო მოგვმართავს, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მიიღება ანალოგიურ შემთხვევებში სხვა მოქალაქეების მიმართ, ანუ შეუწყვეტს სააკაშვილს მოქალაქეობას“ - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებთან 30 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






