როგორც ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართლებრივი თვალსაზრისით ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს.
რაც შეეხება საპაექრო სიტყვას, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ ყურადღება მოსამართლის კეთილსინდისიერებაზე გაამახვილა.
„სამართლებრივი საკითხი იმდენად ცხადია, რომ აზრი არ ჰქონდა კიდევ ერთხელ დეტალურად გავჩერებულიყავით. ჩვენ უბრალოდ მოუწოდეთ მოსამართლეს, რომ გამოენახა საკუთარ თავში ძალა და კეთილსინდისიერება და გამოეტანა ობიექტური გადაწყვეტილება. ჩვენ მიუთითეთ იმ გარემოებაზე, რომ დღეს უკვე ვცხოვრობთ იმ გარემოებში, როდესაც „რუსთავი 2“ არის დიქტატორის ერთადერთი შემაკავებელი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვიმა ამ კონტექსტში გუშინ სუს-ის ვრცელი განცხადებაც შეაფასა.
„სუს-ი გვეუბნევა, რომ თურმე თავი უნდა შევიკაოთ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საზოგადოებაში არასწორ ფორმულირებას ახდენს. ამიტომ უნდათ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება. ჩვენ ასევე მოუწოდეთ მოსამართლეს, გაეთვალისწინებინა ის ფაქტიც, რომ არც ერთი დამკვეთი უსამართლობისა არ არის იმ პოზიციაში, რომ უსამართლობის შემსრულებელი, ამ შემთხვევაში მოსამართლე ურთმელიძე დაცული იყოს განუსაზღვრელი ვადით. ჩვენ გამოვთქვით თმენა იმის, რომ არსებობენ სახელმწიფო სტრუქტურებში კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც აღრიცხავენ იმას, თუ რა სახის და როგორი კომუნიკაცია მიმდინარეობს მოსამართლე ურთმელიძესთან ხელისუფლების და ივანიშვილი მხრიდან“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






