საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის რეფორმებზე საუბრის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დიპლომატიურად შეეხო იმ საკითხებზეც, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
კანონის უზენაესობაზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე, ოპოზიციასა და პოლიტიკურ დიალოგზე, პოლიტიკური პარტიების და პრესის თავისუფლების დაცვაზე.
“მივესალმებით თქვენს პროგრესს და მოვითხოვთ რეფორმების აღებული ტემპის გაგრძელებას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე საქართველოს მომავლისა და მის მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იდეების ენერგიული კონკურენციის ხელშეწყობას. ამის მისაღწევად, საქართველომ უნდა დაიცვას და გააძლიეროს დემოკრატიის ორი მნიშვნელოვანი ელემენტი. პირველ რიგში, ეს არის ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო დროინდელ ძალისხმევას რეფორმების გატარების კუთხით, მათ შორის შიდა უსაფრთხოების უსაფრთხოების აპარატსა და ციხეებში.
მოვითხოვთ გააღრმავოთ და გააფართოვოთ მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირება, როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკაში,” - განაცხადა ენტონი ბლინკენიმ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა.
„მეორე, ეს არის ოპოზიცია. საქართველომ უნდა გააგრძელოს ისეთი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, სადაც პოლიტიკური ჯგუფები და უმცირესობის წარმომადგენლები შეძლებენ საკუთარი შეხედულების თავისუფალ გამოხატვას. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ მოგმართავთ, რომ დაიცვათ თქვენი პოლიტიკური პარტიების, მედიის, თავისუფლება და მრავალფეროვნება, რომელიც საქართველოს დემოკრატიისთვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენს,” - განაცხადა ენტონი ბლინკენიმ.
წყარო: "რუსთავი 2"
მასალის გამოყენების პირობები






