ცეკა-ს და ალკკ-ს წევრებს სახელმწიფო დაწესებულებებში თანამდებობის დაკავება შეეძლებათ
პოლიტიკა - 12:18, 03 Nov, 2015     2226

ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრებს, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნებს, ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თანამდებობის დაკავების უფლება მიეცა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე "ნოდარ მუმლაური - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ცოტა ხნის წინ გამოიაცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N560).

აღნიშნულ საქმეზე, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ქვეპუნქტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 და 29-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმების თანახმად, ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრებს, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნებს, ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრებს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ეკრძალებოდათ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თანამდებობის დაკავება.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩამორთმევა, მათი არა სამართლის სუბიექტებად, არამედ სამართლის ობიექტებად განხილვის ტოლფასია, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის ღირსების უფლება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად სცნო“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42