გიგი უგულავას განცხადება: ,,ისტორია მას აუცილებლად კიტოვანის გვერდით დააყენებს!“
პოლიტიკა - 20:52, 02 Nov, 2015     6217
პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გავრცელებულ ფარული ჩანაწერებს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

"ის რომ ივანიშვილი დგას ამ ჩანაწერების გავრცელების უკან, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასევე - ვიყოთ ობიექტურები - კერძო საუბრის ჩანაწერის შინაარსის მოსმენა (ავთენტური თუ არაავთენტური) არასასიამოვნოა.

მაგრამ შეგრძნებების იქით - მნიშვნელოვანია არ მოხდეს მთავარი საკითხის გადაფარვა, ხოლო მთავარი დღეს არის რუსთავი 2-ის სასამართლო ძალადობით წართმევა და სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვა.

მე და სააკაშვილს ბევრი გვიკამათია ივანიშვილის შესახებ, თუ რაზე და სადამდეა ეს ადამიანი წამსვლელი.

ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვიცანი ივანიშვილის სურვილი. მის მიერ შერჩეული საპრეზიდენტო და მერობის კანდიდატი. სამაგიეროდ, სააკაშვილმა პრაქტიკულად დღეების დონეზე სიზუსტით გამოიცნო ივანიშვილის ყველა ძალადობრივი ქმედება - ვის როდის დაიჭერდა, ვის როდის დააწიოკებდა და ვის რას დააბრალებდა. სააკაშვილმა ორაკულის სიზუსტით მითხრა, რომ 23 საათში შეგაბრუნებს ივანიშვილი ციხეშიო. ასეც მოხდა.

ამიტომ ეს ჩანაწერები საზოგადოებისათვის სხვა კუთხით არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, წავა თუ არა ივანიშვილი რუსთავი-2 -ის ხელში ჩასაგდებად ძალადობაზე, გამოიყენებს თუ არა სპეციალური დანიშნულების რაზმს. ანუ მარტივად გაისვრის თუ არა ივანიშვილი?! ესაა მთავარი შეკითხვა და არა ასეთ ვითარებაში როგორ დაიცავს ხალხი, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, თუნდაც ჟურნალისტები, ყოფილი სპეცნაზელები თუ უბრალოდ მოქალაქეები სიტყვისა და საკუთრების უფლებას.

ამ ჩანაწერებმა 1991-92 წლების საქართველო გამახსენა. მაშინაც კიტოვანმა მიაყენა უზენაეს საბჭოს ტანკები, ესროლა, მიიღო საპასუხო ცეცხლი, შემდეგ მოძალადედ გამსახურდია გამოცხადდა და მოხდა ის რაც მოხდა. მაშინ არავის გაუმახვილებია ყურადღება, რომ პირველი კიტოვანმა გაისროლა - ზოგადად როცა სროლაა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო პირველი.

დღესაც მთავარი საკითხია - ისვრის თუ არა ივანიშვილი, სწორედ იმ გათვლით, რომ მერე სისხლისღვრა სხვას დააბრალოს. ამ კუთხით იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერები სწორედ მთავრობის ძალადობის პრევენციას მოახდენს. თუ რამე პოზიტივის დანახვა შეიძლება ამ მარაზმში, სწორედ ისაა, რომ ივანიშვილი ამ ჩანაწერების მერე აღარ გაისვრის, რადგან იცის რომ წინააღმდეგობა შეხვდება.

საქართველოს 25 წლიან ამბებს ტელევიზიების წართმევის თუ დარბევის - მრავალფეროვანი ისტორია აქვს. თბილისის ანძის დაწვიდან დაწყებული, გამოგონილი დეიდაშვილების მიერ სასამართლოს საშუალებით წართმევების - მთელი საგა არსებობს. ამ ისტორიებში ერთია საერთო - ყველა შემთხვევაში წამრთმევს ძალის გამოყენება უწევდა. ამიტომ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, არც ივანიშვილის და არც არავის ამ ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვინმე ურთმელიძეს ,,პივის ჩეკივით“ სასამართლო განჩინებას გამოაწერინებს და მერე ია ვარდით მოფენილი ჩააბარებენ ტელევიზიის გასაღებს.

უნდა გვესმოდეს, რომ ამ სასამართლოს გადაწყვიტილების ლეგიტიმურობა ნულის ტოლია და ტელევიზიის დაპყრობა ივანიშვილს ფიზიკურად მოუწევს. ესაა ჩვენი ისტორიული გამოცდილება. მსოფლიოში არსებული ყველა ერის ენა, ამ ერის მენტალური საუნჯეა, ყველა ენას აქვს გამოთქმა: ,,ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ - უკლებლივ ყველას. რაც მთავარია ეს სიტყვები არასდროს გამოიყენება თავდასხმის დროს. ამ სულისკვეთებას ადამიანი, ერი თავდაცვის დროს გამოხატავს- როცა ადამიანი თავისუფლებას, საკუთრებას და ოჯახს იცავს. იცავს და არა თავს ესხმის.

ეს უნდა ესმოდეს ივანიშვილს! მან შესაძლოა დღეს ძალით ეს ორთაბრძოლა მოიგოს, მაგრამ ისტორია მას აუცილებლად კიტოვანის გვერდით დააყენებს!

პ.ს. ეს დაწერილი მქონდა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ამბავი გავიგე! გილოცავთ ყველას!" - წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42